19 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
ისრაელმა საქართველო "მწვანე ქვეყნების" სიაში შეიყვანა

ისრაელმა საქართველო "მწვანე ქვეყნების" სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს იზოლაციის გავლა არ მოუწევთ - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ისრაელის "მწვანე ქვეყნების" ჩამონათვალში საქართველოსთან ერთად შესულია: ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჰონგ-კონგი, იორდანია, ლატვია, ლიეტუვა, ახალი ზელანდია, ესტონეთი, კანადა, რუანდა, დანია, სლოვენია და ავსტრია.

ისრაელის ხელისუფლება ქვეყნის საჰაერო სივრცის გახსნას გეგმავს. ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა მირი რეგევიმ საჰაერო სივრცის გახსნის სავარაუდო თარიღად 16 აგვისტო დაასახელა.

დღის ამბები