დიდუბეში საწყობის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საწყობის თანამშრომლები არიან. ისინი საშუალო სიმძიმის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, აფეთქებას ხანძარი, ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამ ეტაპზე, აფეთქების მიზეზი უცნობია.