ანა დოლიძე ხელისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, კონკრეტული ჯგუფები წინასაარჩევნო კამპანიის განხორციელებაში ხელს უშლიან.
როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ამბობს, კარდაკარ კამპანიის დროს, მათ გარკვეულ პირთა ჯგუფი დაესხა თავს.
"გუშინ, აღმაშენებელზე და წერეთელზე ვაწარმოებდით კარდაკარ კამპანიას, ჩვენს აქტივისტების ჯგუფს და მე თავს დაგვესხა ადგილობრივი, კანონს გარეშე მყოფი პირთა ჯგუფი, რომელიც გინებით, დაშინებით, ძალადობის მუქარით ხელს გვიშლიდა. ეს ჯგუფები, რომელიც დაორგანიზებული არიან და გვხვდებიან სხვადასხვა უბანში, ქმნიან კორპუსებთან შიშის ზონებს, რომლის ამოცანა არის, არ მისცენ საშუალება კამპანიას შეხვდნენ და გაესაუბრონ ადგილობრივ მოსახლეობას," - განაცხადა ანა დოლიძემ.