საქართველოს განათლების მინისტრმა მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა, მინისტრმა ახალგაზრდებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
კონკურსი საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის (EPRA) ორგანიზებით ჩატარდა. მისი ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ".
პროექტის პარტნიორია სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერილი კონკურსის შედეგად 18 საუკეთესო მოსწავლე გამოვლინდა. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ.