19 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ქობულეთში - შესაძლოა, COVID-19-ის გავრცელების რუკაზე საზღვაო კურორტიც გაწითლდეს

თბილისი, მესტია, ყაზბეგი და დღეს უკვე ქობულეთი, - COVID-19-ის გავრცელების რუკაზე შესაძლოა, საზღვაო კურორტიც გაწითლდეს.

ახალი შემთხვევა კაფე "ჰავანაში" დაფიქსირდა. ქალი, რომელიც სტუმრებს თერმოსკრინინგს უტარებდა, ინფიცირებული თავად აღმოჩნდა. დაწესებულების ყველა თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი, კაფემ კი მუშაობა უკვე განაახლა.

პარალელურად, მედიკოსები დამსვენებლებს აფრთხილებენ - თუ ბოლო დღეებში "ჰავანას" სტუმრობდით, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ცხელების ცენტრებსაც უნდა ესტუმროთ. 

დღის ამბები