19 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
უწყლო სოფლები - ნორიოს მოსახლეობა თითქმის 50 წელია, რაც წყალმომარაგების გამართულ სისტემას ითხოვს

თითქმის 50 წელია სოფელ ნორიოს მოსახლეობა წყალმომარაგების გამართულ სისტემას ითხოვენ. ნორიოს მოსახლეობა ამბობს, რომ პრობლემის მოგვარების დაპირება მიიღეს, სოფლის შემოსასვლელში რეზერვუარი აშენდა, დანარჩენი სამუშაოები კი პანდემიის გამო გაჩერდა, რის შემდეგაც, კვლავ ბუნდოვანი გახდა, როდის შეძლებენ წყლის გამართული სისტემით სარგებლობას.

თითქმის ნახევარი საუკუნის პრობლემის მოგვარების პირობა მთავრობამ 2018 წელს დადო. 2019 წელს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი ნორიოს გარდა, კიდევ 4 სოფელში დაიწყო. როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი განმარტავს, პროექტი სამ ეტაპიანია, რომლის მეორე ნაწილიც ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

მიმდინარე - მეორე ეტაპზე პასუხისმგებელ მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ პროექტში ჩართული ხუთივე სოფლის მოსახლეობა წყალს საკუთარ სახლებში 2021 წლის შემოდგომაზე მიიღებს. 

დღის ამბები