კახეთის რეგიონს ორი ახალი სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა გადაეცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავტოპარკის განახლებას აგრძელებს.
კახეთის მთავარ სამმართველოს ერთი "ფორდის" განახლებული სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა და ერთი მაღალი გამავლობის, სამაშველო 2020 წლის "ფორდ რეინჯერი" გადაეცა.
სამაშველო ავტომობილი დედოფლისწყაროში განაწილდება. ტექნიკა საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ევროკავშირი საქართველოსთვის ENPARD პროგრამის ფარგლებში, პროექტ "PROCEED-ის" მიერ საგრანტო ხელშეკრულებით იქნა შეძენილი.
სახანძრო-სამაშველო "ფორდი" კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ იქნა განახლებული და იგი განკუთვნილია ქალაქ ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო სამმართველოსთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომავლშიც გააგრძელებს სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკით ავტოპარკის განახლებას.