საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-ით გაიზარდა და 1,336-ს შეადგენს. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ინფორმაცია ვებგვერდზე არ განახლებულა და შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კვლავ 1,088-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 7597 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 249.