თბილისში ორი ახალგაზრდა გაუჩინარდა. გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს ოჯახები ვერ უკავშირდებიან.
შსს ინფორმაციით, ბარ "ბაუჰაუსის"თანამშრომლების გაუჩინარების შესახებ შეტყობინება პოლიციაში გუშინ, საღამოს 9 საათზე შევიდა.
დაკარგულების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.