19 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
ქობულეთში კაფე "ჰავანა" ფუნქციონირებას მეორე ცვლის თანამშრომლებით აგრძელებს

ქობულეთში კაფე "ჰავანას" მენეჯერის ნოდარ ხვიბლიანის განცხადებით, კაფე ფუნქციონირებას აგრძელებს და დაწესებულებაში მეორე ცვლის თანამშრომლები მუშაობენ.

მისივე ინფორმაციით, 51 თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი. ამასთან, კაფის თანამშრომლისთვის კორონავირუსის დადასტურების შემდეგ დაწესებულებაში მომხმარებელთა სიმცირე შეინიშნება. 

"ფუნქციონირებას ვახორციელებთ მეორე ცვლის თანამშრომლებით ამ შემთხვევაში, მაგრამ ძალიან გვიჭირს ფუნქციონირება, იმიტომ, რომ რაც გავრცელდა ინფორმაცია, "ჰავანა" კლუბში არის რაღაცა ვირუსი ,იმოქმედა მომხმარებლებზე.

პირველი გოგონა, რომელიც არ მუშაობდა ჩვენთან მინიმუმ 6 დღის განმავლობაში, ის ბოლო 6 დღე ძალიან გვაინტერესებს უბრალოდ სად იყო, გამოიკვლიეს თუ არა, რომელ კაფეებში დადიოდა, მივიდნენ თუ არა იმ ადგილას, გააკეთეს თუ არა თავიანთი გასაკეთებელი ისეთივე გულმოდგინებით, როგორც ჩვენთან განახორციელეს," - განაცხადა კაფე "ჰავანას" მენეჯერმა ნოდარ ხვიბლიანმა

დღის ამბები