19 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
2 დაკარგული ახალგაზრდის კვალი დედაენის ბაღის გავლით იუსტიციის სახლთან იკარგება - ვერსიებზე დღეს არავინ საუბრობდა

2 ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ. გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი უკვე მეორე დღეა კონტაქტზე არ გამოსულან, ისინი ბარ Bauhaus-ის თანამშრომლები არიან. ოჯახის წევრები და მეგობრები გამომძიებლებმა გამოკითხეს, მაგრამ მედიასთან ვერსიებზე არავინ საუბრობს.

პოლიციამ ბარ Bauhaus-იდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც ამოიღო. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

 

დღის ამბები