კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ახალი რეგულაციების გათვალისწინება ქვეყნის ყველა სკოლაში მოუწევთ. ვალდებულებები უკვე განსაზღვრულია და ის ორ ძირითად პრინციპს ეყრდნობა - ჰიგიენის და დისტანციის დაცვას.
ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, სკოლაში მოსწავლისთვის თმის მჭიდროდ შეკვრა სავალდებულოა.
სველი წერტილები ყოველი შესვენების შემდეგ უნდა დასუფთავდეს. განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები იმ ვალდებულებებზეც შეთანხმდნენ, რომელიც სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ მოსწავლეების მშობლებს ან კანონიერ მეურვეეებს დაეკისრებათ. სპეციალისტებმა რამდენიმე ვალდებულება მოსწავლეებსაც დაუდგინეს.
ქვეყნის მასშტაბით 2084 სკოლაში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბრიდან იწყება.