COVID-19-ით ინფიცირების ახალი ზონა დღეს დუშეთია. წითელსოფელში კორონავირუსი დისტრიბუტორს დაუდასტურდა. დაკვირვების ქვეშაა ადგილობრივი ხელისუფლება, რადგან ინფიცირებულის მამა დუშეთის მერიაში მუშაობს. მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
არ არის გამორიცხული გაიზრდოს ინფიცირებულთა რიცხვი ქობულეთში. კაფე "ჰავანას" 51 თანამშრომელი, სადაც კორონავირუსი ახალგაზრდა გოგოს დაუდასტურდა, იზოლაციაშია. დღეს კი 2-ს COVID-19 დაუდასტურდა.
ინფიცირებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა მესტიის მუნიციპალიტეტში.
ბოლო ერთ კვირაში ვირუსი ყაზბეგში, მესტიაში, დუშეთსა და ქობულეთში სწრაფად გავრცელდა. კოვიდ ცენტრებში ახლა 231 პირი რჩება, ვისაც ვირუსი აქვს დადასტურებული.