08 სექტემბერი 2026,   08:53
ვრცლად
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული ომის დროს დაღუპული როინ შამუგია სოფელ შამგონაში დაკრძალეს

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული როინ შამუგია სოფელ შამგონაში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. სამხედრო პირებმა ომში ტრაგიკულად დაღუპული ჯარისკაცის შვილს საქართველოს ეროვნული დროშა გადასცეს.

ამ ეტაპზე ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში 90-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა. ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხდა. ორმხრივი მექანიზმის ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმის ფარგლებში ნაპოვნია 563 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 191.

დღის ამბები