ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სასერვერო ინფრასტრუქტურის გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიება აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა და ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გახსნეს.
კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით ცესკოს სასერვერო ინფრასტრუქტურა აშშ-ს დახმარების ფარგლებში განახლდა, რაც ცესკოს შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად შეამციროს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.
კელი დეგნანს არჩევნების კიბერუსაფრთხოების საკითხი დიდ გამოწვევად მიაჩნია საქართველოსთვის.