19 ნოემბერი 2024,   01:24
ვრცლად
რა გახდა "ბაუჰაუსის" თანამშრომლების გარდაცვალების მიზეზი - ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

ბარ "ბაუჰაუსის" ორივე თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ახლა გამოძიება სწავლობს, რა ვითარებაში დადგა უმძიმესი შედეგი - ორი ახალგაზრდის სიკვდილი. 

გიორგი შალამბერიძის და ბაია ბერუაშვილის ცხედრები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. შესაძლო მიზეზებზე არ საუბრობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები.

"ვერ ხვდებოდნენ, თუ ასეთი რაღაც ხდებოდა, არც კი განგვიხილია ასეთი რაღაც, რომ ასე ვნახავდით და მართლა ვერაფერს ვერ ლაპარაკობენ, ტირილის და გლოვის მეტს. ლოცულობდნენ, რომ ეგენი არ ყოფილიყვნენ. ექსპერტიზაზე არიან წასულები, ოჯახი ვერაფერზე ვერ საუბრობს, მით უმეტეს, ახლა,"-აცხადებს ბაია ბერუაშვილის მეგობარი "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ დღეს მაშველებმა მტკვარში ჯერ ახალგაზრდა ქალის, შემდეგ კი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცოტა ხანში დადასტურდა, რომ ორივე მათგანი ბარ "ბაუჰაუსის" ის თანამშრომლები არიან, რომლებზე ძებნაც 15 აგვისტოს დაიწყო. 

მაშველებმა ცხედრებს მტკვარში, "ბაუჰაუსის" მახლობლად მიაკვლიეს. ამ ეტაპზე, მომხდარზე ვერსიები არ ვრცელდება. 

საქმე აღძრულია სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დღის ამბები