19 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
რა გახდა ახალგაზრდების ტრაგიკულად დაღუპვის მიზეზი - გამოძიების კითხვებს პასუხი ექსპერტიზამ უნდა გასცეს

"ბაუჰაუს" ბარიდან დაკარგული ორივე ახალგაზრდის ცხედარი მტკვარშია ნაპოვნი.

მაშველებმა ჯერ გოგონას გვამი, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარიც აღმოაჩინეს.

ბაია ბერუაშვილი და გიორგი შალამბერიძე 15 აგვისტოს საღამოს გაუჩინარდნენ. სამდღიანი ძებნის შემდეგ კი ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდები იპოვეს.

ცხედრები ამოცნობილია, ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა ვითარებაში გარდაიცვალნენ.

ამ დრომდე სატელევიზო კომენტარს არ აკეთებს არავინ: არც გარდაცვლილების ოჯახის წევრები, არც ბარის თანამშრომლები და არც ახალგაზრდების მეგობრები. შინაგან საქმეთა სამინისტროც მხოლოდ წერილობით განცხადებას ავრცელებს.

დღის ამბები