19 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
ვისთან ერთად იმგზავრა მინსკამდე საქართველოს ელჩმა ბელარუსში - ხელისუფლება გავრცელებულ ვერსიებს დეზინფორმაციას უწოდებს

თბილისიდან მინსკის მიმართულებით შესრულებულ რეისთან დაკავშირებით ორი დღეა, სხვადასხვა ვერსია ისმის. ხელისუფლების განმარტება კი ასეთია - სამთავრობო თვითმფრინავით ბელარუსის დედაქალაქში საქართველოს ელჩი დაბრუნდა.

ხელისუფლების არგუმენტები ოპოზიციისთვის არადამაჯერებელია, რადგან, მათი თქმით, ელჩს რიგიდანაც შეეძლო რეგულარული რეისით მინსკში დაბრუნება. კითხვები იმასთან დაკავშირებითაც გაჩნდა, უნდა გამოიყოს თუ არა ქვეყანამ ჩარტერი დიპლომატის მგზავრობისთვის.

ამასთან, გამოიკვეთა ორი მთავარი კითხვა - როდის დაბრუნდა სამშობლოში ელჩი და რატომ იყო საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი საქართველოში მაშინ, როდესაც რეგიონში მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდებოდა.

კიდევ ერთი ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავს, რომლის ექსპლოატაციასაც "ჯორჯიან ეარვეიზი" ახორციელებს, ელჩის გარდა კიდევ 7 მგზავრი ჰყავდა, თუმცა, ვინ იმგზავრა სამთავრობო თვითმფრინავით ქართველ დიპლომატთან ერთად, არც შესაბამისი უწყებები და არც ავიაკომპანია საუბრობს.

დღის ამბები