ცხინვალში ოკუპირებული რეჟიმის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ ნანიევის სამსახურეობრივი ავტომანქანა დაცხრილეს. ე.წ სამართალდამცველების ინფორმაციით, თავად ნანიევი არ დაშავებულა. ინციდენტი ქუჩაში, ღამის 11 საათისთვის მოხდა.
ე.წ. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ.
ინციდეტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ ხმაურდება.