საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 10-ით გაიზარდა. შესაბამისად, ქვეყანაში 1351 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მონაცემები ცოტა ხნის საიტზე stopcov.ge შეიცვალა.
უცვლელია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და მათი რიცხვი კვლავ1092-ია.
გარდაცვლილია 17 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის - 7597, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 249 პაციენტი იმყოფება.