ბარ "ბაუჰაუსის“ თანამშრომლების გარდაცვალების საბოლოო მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ბაია ბერუაშვილის და გიორგი შალამბერიძის ცხედრები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან სახლებში გვიან ღამით გადაასვენეს.
ახალგაზრდები ბარიდან 15 აგვისტოს გამთენიისას გავიდნენ და მას შემდეგ ეძებდნენ.მაშველებმა ბაია ბერუაშვილის და გიორგი შალამბერიძის ცხედრები მდინარე მტკვარში იპოვეს.