19 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს - კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე უკვე გამოცხადდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას ვასილ მაღლაფერიძის პირველი მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს. ამის შესახებ ბორდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფუტკარაძემ განაცხადა.

ფუტკარაძე მაღლაფერიძის გადაწყვეტილებას მოულოდნელს, თუმცა გონივრულს უწოდებს და ამბობს, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი უკვე გამოცხადდა. 

ბორდის თავმჯდომარის თქმით, ყოველთვის არსებობდა შეკითხვები ვასილ მაღლაფერიძის "ქართულ ოცნებასთან" აფელირების შესახებ, სავარაუდოდ, მისი გადაწყვეტილების საფუძველიც სწორედ ეს გახდა. 

დღის ამბები