19 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამამ სუიციდით იმუქრება

პროკურატურასთან გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არასრულწლოვანი ბრალდებულის ზ.ხ ოჯახის რამდენიმე წევრმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. შიმშილობს თავად ბრალდებულიც. მთავარი მოთხოვნა საქმის მასალებზე გაუთქმელობის შეზღუდვის მოხსნაა.

გარდა ამისა ისინი მოითხოვენ, რომ ადვოკატს საქმის მასალებზე წვდომისა და მედიასთან საუბრის უფლება მიეცეს და ასევე მოხდეს ბრალდებულთა დაკითხვა სიცრუის დეტექტორის გამოყენებით.

თამაზ ხომასურიძე ამბობს, რომ დღეიდან შიმშილობის აქციას სხვა ბრალდებულთა მშობლებიც შეუერთდებიან, ორ დღეში კი თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ჯერ მშრალ შიმშილობაზე გადასვლას, შემდეგ კი სუიციდს გეგმავს.

"სამი დღე ვშიმშილობთ, სამი დღის შემდეგ კი მშრალ შიმშილობაზე გადავდივარ, მომდევნო სამი დღის შემდეგ კი სუიციდს ჩავიდენ. მოვითხოვ ჩემმა შვილმა და ყველა "ტოიოტა ქამრის" მძღოლმა გაიაროს სიცრუის დეტექტორი. ასევე, ვითხოვ ამირხანაშვილმაც გაიაროს სიცრუის დეტექტორი, იქნებ ის იტყუება,"- აცხადებს არასრულწლოვან ზ. ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე.

ის ფიქრობს, რომ პროკურატურა სიცრუის დეტაქტორთან დაკავშირებით მოთხოვნებს არ დააკამაყოფილებს.

"პროკურატურამ გუშინ განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არ წერია რომ სიცრუის დეტექტორის გამოყენება შეიძლებაო. ეგენი არ წამოვლენ, ვიცი რომ არ წამოვლენ მაგაზე, იმიტომ, რომ სიცრუეს იძახიან და არ გაიშიფრავენ თავს. მაგრამ საქართველოში ყველამ იცის, რომ ჩემი შვილი მკვლელი არ არის," - განაცხადა ხომასურიძემ.

დღის ამბები