04 მაისი 2024,   11:50
ვრცლად
მალის პრეზინდენტმა პოსტი დატოვა და პარლამენტი დაითხოვა

მალის პრეზინდენტმა პოსტი დატოვა და პარლამენტი დაითხოვა - ეს განცხადება იბრაჰიმ
ბუბაკარ კეიტმა ამბოხებული ჯარისკაცების მიერ მისი და პრემიერ-მინისტრის დაკავებიდან რამდენიმე საათში გააკეთა.

სატელევიზიო მიმართვაში კეიტი ამბობს, რომ მას არ სურს სისხლისღვრა და ამიტომ სხვა არჩევანი არ აქვს გარდა ამისა, რომ დატოვოს პოსტი.  

სამხედრო გადატრიალების მცდელობა დედაქალაქში, სამშაბათს დილიდან დაიწყო. ამბოხება დაგმო გაეროს გენმდივანმა და ამბოხებულ ჯარისკაცებს დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისკენ მოუწოდა.

დღის ამბები