დიდი შაბათის დღესთან დაკავშირებით, მართლმადიდებლური სამყაროს ყურადღება ქალაქ იერუსალიმზეა მიპყრობილი. მორწმუნეები, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან.
პატრიარქი ტეოფილოს მესამე კუვუკლიიდან წმინდა ცეცხლს გადმოიტანს, რომელსაც მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი ქრისტიანები ელოდებიან.
იერუსალიმში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წელს მაცხოვრის საფლავის ტაძარში, ცერემონიაზე დასწრებას მომლოცველები სპეციალური აკრედიტაციის გარეშე ვერ შეძლებენ, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომებიც.