საქართველო გარდამტეხ მომენტშია, ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა, დერეკ შოლემ განაცხადა.
"საქართველო გარდამტეხ მომენტშია. მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები ახლა სასწორზე დევს. ჯერ კიდევ არის იმ გზაზე დაბრუნების შესაძლებლობა, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს," - წერს დერეკ შოლე X-ზე.