საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 10-ით გაიზარდა. შესაბამისად, ქვეყანაში 1361 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. განახლებულ მონაცემები stopcov.ge გამოქვეყნდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს მათი რაოდენობა ჯამში 1098-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 7235, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 302 პაციენტი იმყოფება.
ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიას 17 ადამიანი ემსხვერპლა.