28 აპრილი 2024,   11:14
ვრცლად
მაშველები მტკვარში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

მაშველები მდინარე მტკვარში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ჩართულია 9 კაციანი სამაშველო ჯგუფი, ორი მყვინთავი და სპეცკატერი, რომელიც ექოლოტით არის აღჭურვილი. 

უწყების ინფორმაციით მამაკაცი, სავარაუდოდ, გუშინ, 18 აგვისტოს დაიკარგა.

დღის ამბები