19 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი დაკავებული ქირურგის, ვახტანგ ყიფიანის ოჯახის წევრებს ხვდება

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაკავებული ანგიოქირურგის, ვახტანგ ყიფიანის ოჯახის წევრებს მამას და ძმას ხვდება. ოჯახის პოზიციაა, რომ ყიფიანი გაუგებრობის მსხვერპლია.

ბრალდებულის მამა, ასევე ქირურგი კონსტანტინე ყიფიანი იმედს გამოთქვამს, რომ სიმართლეს სასამართლო დაადგენს.

საქმე ეხება 25 წლის ნათია ცირეკიძეს, რომელიც, ბოლო 2 წელია, სწორედ ყიფიანის მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ კომაში იმყოფება.

პროკურატურის ინფორმაციით, "თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში" პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. მათივე განცხადებით, ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი 2018 წლის დეკემბრიდან დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო ამავე კლინიკის ექიმს ვახტანგ ყიფიანს კი პატიმრობა შეუფარდა.

კიდევ ერთ ექიმს მაგდა ხოჭოლავას, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

დღის ამბები