05 მაისი 2024,   13:41
ვრცლად
ესპანეთსა და იტალიაში ინფიცირების მაჩვენებელი რეკორდულად იზრდება

უკვე 22 მილიონს აჭარბებს კოვიდ-19-ის ინფიცირების სტატისტიკა მსოფლიო მასშტაბით. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 800 ათასს აღწევს.

ეპიცენტრი კვლავ შეერთებული შტატებია. მზარდია სტატისტიკა ევროპის ქვეყნებში,ესპანეთსა და იტალიაში მაისის შემდეგ კვლავ რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

რომის პაპი აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ რიგში, ღარიბთა ფენამ უნდა ისარგებლოს.

ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან, საბერძნეთიდან და ირლანდიიდან ნორვეგიაში ჩასული ადამიანები ვალდებულები იქნებიან, 10-დღიანი კარანტინი გაიარონ. გადაწყვეტილების მიზეზი ამ ქვეყნებში "კოვიდ-19"-ის შემთხვევების რაოდენობის ზრდაა.

ინფიცირებისა და ლეტალობის სტატისტიკა მზარდია საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც.

დღის ამბები