19 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
თბილისის "დინამო" ალბანეთის ჩემპიონ "ტირანასთან" 0-2 დამარცხდა  

ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისის "დინამო" ალბანეთის ჩემპიონ "ტირანასთან" 0-2 დამარცხდა. ალბანელების მხრიდან გოლები 45-ე და 75 წუთებზე გავიდა.

საქართველოს ჩემპიონი პირველივე შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას. "ტირანა" კი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლებს. 

დღის ამბები