საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 9-ით გაიზარდა. შესაბამისად, ქვეყანაში 1370 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. განახლებულ მონაცემები ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 10-ით გაიზარდა და ჯამში 1108-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში, ამ დროისთვის 6903, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 278 პაციენტი იმყოფება.
ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიას 17 ადამიანი ემსხვერპლა.