19 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
გამოძიების უნდობლობა მქონდა, ახლა ირაკლი შოთაძეს ვენდობი - ჯუმბერ ბაჩალიაშვილი

ტერიტორიაზე, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი გრძელდება. ამ წუთებში თეთრიწყაროს ტყეში სამართალდამცავები და ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები იმყოფებიან. 

ექსპერიმენტი დაახლოებით ორი საათის წინ დაიწყო. ადგილზე გაშლილია კარავი და დგას ანალოგიური  მარკის ავტომობილი, რაც გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს ჰყავდა.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა აცხადებს, რომ საქმეზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გაყალბებულია, მოწმეებზე მნიშვნელოვანი ზეწოლა მიმდინარეობს, თუმცა ოჯახს იმედი აქვს, რომ ამ ექსპერიმენტით ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების საქმეში არსებულ გარკვეულ კითხვის ნიშნებს პასუხი გაეცემა.

ოჯახი დარწმუნებულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ადგილზე მას შემდგომ მიიტანეს ავტომობილით, რაც ოჯახმა ახალგაზრდა ქალის ძებნა და აქციების გამართვა დაიწყო.

"გამოძიების უნდობლობა მქონდა ქვემო ქართლისა, კრიმპოლიციის მხრიდან, ახლა ვენდობი ბატონ ირაკლი შოთაძეს, ვნახოთ. აგერ არის მანქანა, ვითომ 4 დღე იყო და ვერ ნახეს ხომ? ნახეთ რამდენი ვინმე გაივლის. ეჭვი იმ დღიდან გამიჩნდა, როდესაც ტერიტორია ვნახე, ახლა კი არა. უბრალოდ, ხელს აფარებდნენ აქამდე. აფციაურიდან ვიწყებთ და ბაჭულაშვილამდე დამთავრებული, გაყალბდა ყველაფერი,“ - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტერიტორიაზე, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს. ამ წუთებში თეთრიწყაროს ტყეში სამართალდამცავები და ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები იმყოფებიან. ადვოკატის განმარტებით გაიზომება ტემპერატურა ავტომობილში და შედარდება იმასთან თუ როგორ მდგომარეობაში იყო ცხედარი. ექსპერიმენტი 24 საათიანია. 

დღის ამბები