აქტიური რეზერვის შესახებ მოქალაქეებთან შეხვედრები დაიწყო. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები სხვადასხვა მეტროსადგურებთან მივიდნენ და მოქალაქეებს აქტიური რეზერვის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.
სამხედრო მოსამსახურეებმა პროგრამით დაინტერესებულებს რეზერვის პირობები დეტალურად გააცნეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებისათვის პროგრამის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ტერიტორიული რეზერვის შესახებ ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრები გაგრძელდება. აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია.