05 მაისი 2024,   15:03
ვრცლად
აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ის 46 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 792 00 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 22 600 000 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 15 მილიონს გადააჭარბა.

აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ის 46 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის გავრცელებისა და ლეტალური შემთხვევების მაჩვენებლით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს, სადაც ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 50 000 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 212 ადამიანი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინდოეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 70 000 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს ქვეყანაში 977 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები