19 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურაში შექმნილ საგამოძიებო ჯგუფის წევრებს ხვდება 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი ახალგაზრდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შექმნილ საგამოძიებო ჯგუფის წევრებს ხვდებიან.

შეხვედრა ამ წუთებში, მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს.

"მე შუალედური ექსპერტიზის პასუხს მოვითხოვ, რადგან ამბობენ, რომ უცხოელი ექსპერტების ცამოსვლას ელოდებიან, ჯერ ამათმა დადონ ეს პასუხი და შემდეგ შევადაროთ იმას თუ რას იტყვიან უცხოელი ექსპერტები,"- განაცხადა ბაჩლიაშვილის დედამ. 

როგორც ცნობილია, საგამოძიებო ჯგუფის წევრები ოჯახს და ადვოკატს საქმის მასალებს გააცნობენ. ასევე, სავარაუდოდ, აჩვენებენ კამერების ჩანაწერებს, რომელზეც ასახულია, რა გზა გაიარა 23 წლის ახალგაზრდამ. 

დღის ამბები