19 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით და აივ-შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეაჩერა

ინფექციურ საავადმყოფოში დროებით შეჩერებულია კორონავირუსით და აივ-შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება. ამის სესახებ ინფორმაცია მარინა ეზუგბაიამაც დაადასტურა. 

გადაწყვეტილება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მათივე თქმით, მოსახლეობამ მაღალი ხარისხით სამედიცინო მომსახურეობას ვერ იღებდა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო.

"ხელისუფლებამ 350 მილიონ ლარზე მეტი გამოყო პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სისტემის მხარდასაჭერად. ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. პრემიერის გადაწყვეტილებით, ინფექციური პათოლოგიის ცენტრს გადაეცემა ახალი ტერიტორია და რამდენიმე ათეული მილიონი ახალი ცენტრის მშენებლობისთვის,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. 

დღის ამბები