19 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
"თვითმკვლელობა თუ არის კი ბატონო, მაგრამ მოწმეებს რაღას აქრობენ?! ბაჭულაშვილს ხელს აფარებენ" - ჯუმბერ ბაჩალიაშვილი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს. თამარ ბაჩალიაშვილის მამა ექსპერტიზის შუალედურ დასკვნასთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც ირკვევა, თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში 4 სახის ნივთიერებაა აღმოჩენილი.

ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ მათ შორის არც ერთი არ არის ფსიქოტროპული, ფსიქოაქტიური ან ნარკოტიკული მედიკამენტი.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მის შვილს სავარაუდოდ მედიკამენტები დანიშნულებისამებრ აქვს მიღებული.

"ალბათ შეიძლება თავის ტკივილი ან რაიმე ყოფილიყო... თვითმკვლელობა თუ არის, კი ბატონო, მოწმეებს რაღას აქრობენ, ბაჭულაშვილს ხელს აფარებენ, ფლეშკები დაიკარგა, კომპიუტერი წაიშალა, ტელეფონი წაიშალა, ექსპერტი დააშინეს, მოწმეებთან დადიან კარდაკარ, აშინებენ ყველას, აბა როგორ ფიქრობთ თქვენ?“ - ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის მამა.

ლადო ბაჭულაშვილი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსანია, რომელმაც, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის მტკიცებით, თამარის გაუჩინარების შემდეგ დაურეკა და უთხრა, რომ მისი შვილი "შარში იყო".

დღის ამბები