19 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ბრალის დამძიმებას უარყოფს​

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი სპორტსმენისთვის ბრალის დამძიმებას უარყოფს. ირმა ჭკადუას თქმით, მიზანმიმართულად გრძელდება ბასილაშვილისთვის იმიჯის შელახვის მცდელობა.

იძალადა თუ არა სპორტსმენმა ფიზიკურად გენდერული - არასამთავრობო ორგანიზაციის ”პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ინფორმაციით, გენერალურმა პროკურატურამ სპორტსმენის ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა.

ორგანიზაციის იურისტების განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნელი დოროყაშვილი სხვადასხვა ფორმით ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. ახალი გარემოებებით მხარეები სასამართლოში 20 ოქტომბერს წარდგებიან.  

"სპეკულაციასთან იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე დაუმძიმდა ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება და თურმე ჩვენ, ადვოკატებმა არ ვიცით და თურმე, ვერ ვკითხულობთ, რეალურად, ჯობია იცოდნენ, და ეგონოთ, რომ ჩვენ, ადვოკატები ამას ვერ ვხვდებით. ეს გახლავთ ის ორგანიზაცია, რომელმაც ყველაფერი იცის, მოდი ეს საზოგადოებამ შეაფასოს.

დამძიმებას ვერ დავარქმევთ, ეს არის ბრალის დაზუსტება და ყველამ იცის, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ჰქონდა მეორე ნაწილი ძალადობის, ხოლო დაზუსტდა ბრალი პირველი ნაწილით. მოდით, თქვენ შეაფასეთ, ეს დამძიმებაა თუ არ არის დამძიმება.

მე მოვუწოდებ ქალბატონ დოროყაშვილს, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება და ნუ უკრძალავს ოჯახის წევრებს, ბებიას, ბაბუას და მამას ბავშვთან ურთიერთობას,“ - ამბობს ადვოკატი, ირმა ჭკადუა. 

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ბრალდება ნიკოლოზ ბასილაშვილს  ედავება ნელი დოროყაშვილის მიმართ გენდერული ნიშნით სხვადასხვა დროს განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ოთხ ეპიზოდზე და სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას.

 

დღის ამბები