19 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
ფონდის "ევროპული მომავლისთვის" და ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის მხარდაჭერით საქართველოში ინტენსიური კურსი"ლიდერობა მშვიდობისთვის“ იმართება

ფონდის "ევროპული მომავლისთვის" და ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის მხარდაჭერით  საქართველოში 5-დღიანი ინტენსიური კურსი გაიმართება, სახელწოდებით, "ლიდერობა მშვიდობისთვის“.

ღონისძიება 23 აგვისტოდან 27 აგვისტომდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის დირექტორი კრისტიან დიუსი, შვეიცარიის ელჩი პატრიკ ფრანცენი და სხვა მოდერატორები.

ინტენსიური კურსის მიზანია ცნობიერების ამაღლება კონფლიქტების მოგვარებისა მიმართულებით. ასევე უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნის პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავება.

კურსის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა ღონისძიება დღეს ტელეხიდის საშუალებით გახსნეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა :

"მადლობას ვუხდი ამ კურსის ორგანიზატორებს, რადგან ის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მონაწილეებისთვის, არამედ საქართველოსთვისაც, რადგან გვეყოლება გამოცდილი პროფესიონალები ყველა სფეროში და განსაკუთრებით -  კონფლიქტების მოგვარების კუთხით.

საქართველოს მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოვთქვამთ მზადყოფნას, მომავალში ვითანამშრომლოთ ევროპის მომავლის ფონდსა და ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრთან ამ კუთხით,
 - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ფონდის „ევროპული მომავლისთვის“ დამფუძნებელი თეონა თელია ამბობს, რომ საქართველოსთვის კონფლიქტების მოგვარება და მშვიდობა ისტორიულად, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა.

"შესაძლოა ჩვენ, ქართველები უფრო მეტად ვაფასებდეთ მშვიდობას, ვიდრე სხვა ერები, რადგან ჩვენი ისტორია მუდმივი ომების ფონზე მიმდინარეობდა და ვცდილობდით, მშვიდობიანი განვითარების საშუალება გვქონოდა. 

2008 წელს საქართველომ კიდევ ერთი ომი გადაიტანა, რომელმაც ადამიანების სიკვდილი და ნგრევა გამოიწვია,” - აღნიშნა თელიამ.

შვეიცარიის ელჩმა პატრიკ ფრანცენმა  კი განაცხადა, რომ შვეიცარია უკვე მრავალი წელია, აქტიურად არის ჩართული სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის ტრანსფორმაციაში - მათ შორის, სხვადასხვა სამშვიდობო მოლაპარაკებაში, გამყოფ ხაზებთან და კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების კუთხით და ა.შ.

„გარწმუნებთ, რომ შვეიცარია მუდმივად იქნება ჩართული როგორც მიუკერძოებელი ფასილიტატორი რეგიონში სამშვიდობო მოლაპარაკებებში,“ - აღნიშნა ელჩმა.

დღის ამბები