საჯარო უთანხმოება ინფექციურ საავადმყოფოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის გრძელდება. ექიმები ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
"კურიერმა" კი ის დოკუმენტი მოიპოვა, რომლითაც ირკვევა, რომ ჯანდაცვის უწყება სამედიცინო დაწესებულებას უფლებას აძლევდა, დივიდენდები საკუთარი საჭიროების მიხედვით გამოეყენებინა.
დოკუმენტი 2019 წლის 14 ნოემბრით თარიღდება და ხელს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური აწერს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამინისტრო აძლევს ნებართვას ინფექციურ საავადმყოფოს 2017-2018 წლის მოგება გამოიყენოს ნებისმიერი საჭიროებისთვის, მათ შორის სამკურნალო-ტექნიკური შესაძლებლობებისთვის.
თავის მხრივ, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ეს განცხადება მას არ მიუღია. მისი თქმით, ქონების მმართვის სააგენტომ გასცა შესაბამისი პასუხი სამინისტროს.
ცნობისთვის, თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ იყო ინფორმირებული, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში არსებულ მძიმე სიტუაციაზე, რის გამოც 20 აგვისტოდან, დაწესებულებამ პაციენტების ნაწილის მიღება შეაჩერა, "სიცრუეს და თავის მართლების უსუსურ მცდელობას" უწოდებს.
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით და აივ-შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეაჩერა. გადაწყვეტილება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მათივე თქმით, მოსახლეობამ მაღალი ხარისხით სამედიცინო მომსახურეობას ვერ იღებდა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო.