19 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
აფხაზეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, 24 გამოკვლეულიდან კორონავირუსის დიაგნოზი რვას დაუდასტურდა, დღე-ღამეში, გუდაუთის საავადმყოფოდან ხუთი განკურნებული გაწერეს.

ამ დროისთვის, საავადმყოფოში 14 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 242 შემთხვევაა დადასტურებული, 92 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

დღის ამბები