მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საკვირაო ლიტურგიის შემდეგ თურქეთში მიმდინარე მოვლენებს შეეხო და ღრმა მწუხარება გამოთქვა მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მეჩეთად გადაკეთების გამო.
ბართლომეოსის თქმით, აია სოფიას და ახლა უკვე ხორას მონასტრის მუსლიმურ მეჩეთად გადაკეთებამ უდიდესი ტკივილი მიაყენა ქრისტიანულ სამყაროს.