19 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
კურსი "ლიდერობა მშვიდობისთვის" უკვე დაიწყო - ღონისძიების გახსნაზე დღეს მთავარ მომხსენებლად ლაშა დარსალია წარსდგა

ინტენსიური კურსის"ლიდერობა მშვიდობისთვის“ გახსნაზე დღეს მთავარ მომხსენებლად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია წარსდგა - კურსის ორგანიზატორები უსაფრთხოების პოლიტიკის ჟენევის ცენტრი და ფონდი "ევროპული მომავლისთვის“ არიან.  კურსი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხს მიეძღვნება და  27 აგვისტომდე გაგრძელდება.

ლაშა დარსალიამ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ღონისძიება, გარდა მონაწილეებისა, საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ორგანიზატორების შეფასებით კი, კურსის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ ექსპერტიზის მაღალ დონესთან ერთად ის აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ მიდგომებს.

დღის ამბები