საქართველოს პრეზიდენტი შატილის გზაზე მომხდარ ავარიას სოციალურ ქსელში ეხმაურება. პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვავ შატილის გზაზე მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს," - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, შატილის გზაზე მომხდარ ავარიას, წინასწარი ინფორმაციით, 12 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა.