07 მაისი 2024,   00:48
ვრცლად
ალექსანდრე ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, რუსი ოპოზიციონერი კომაშია

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ისევ კომაშია. ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს პოლიტიკოსის პრეს-სპიკერი ტვიტერზე ეხმაურება.

კირა იარმიშის განცხადებით, ოპოზიციონერის მდგომარეობის შესახებ ახალი დეტალები, ჯერჯერობით,  არ არის და მედიაში მცდარი ცნობები ვრცელდება.

მისივე განმარტებით, ნავალნის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას საზოგადოება მხოლოდ ბერლინის კლინიკის ექიმებისგან, ან უშუალოდ ოპოზიციონერის პრეს-სპიკერისგან შეიტყობს. 

დღის ამბები