07 მაისი 2024,   03:15
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა 23 მილიონს გადააჭარბა

23 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსის შემთხვევებმა მსოფლიოში. პანდემიის ეპიცენტრი შეერთებული შტატებია, სადაც გარდაცვლილთა რიცხვი 180 ათასს აჭარბებს.

მონაცემები სწრაფად მატულობს ბრაზილიასა და ინდოეთში. გასულ დღე-ღამეში კოვიდ-19-ის 5 ათასამდე ახალი ფაქტი დაფიქსირდა საფრანგეთში, რაც ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმის მოხსნის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. მაისის შემდეგ ვირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა იტალიაშიც, სადაც ბოლო 24-ხ საათში ათას 200-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.

პანდემიის ფონზე სასკოლო სეზონისთვის ემზადება დიდი ბრიტანეთი. ბორის ჯონსონი მშობლებს მომდევნო კვირას მოსწავლეების სკოლებში გაშვებისკენ მოუწოდებს.

კორონავირუსით სიკვდილიანობის რიცხვი მზარდია რეგიონის ქვეყნებშიც. კოვიდ-ინფექციით საერთო ჯამში 16-ი ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა რუსეთში, თურქეთში ეს მაჩვენებელი 6 ათასს, სომხეთში 800-ს, აზერბაიჯანში კი 500-ს აჭარბებს.

დღის ამბები