19 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
დღეს გამოვლენილი 10 შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ მხოლოდ ერთი პაციენტის ეპიდკვლევა მიმდინარეობს, დანარჩენების წყაროები კი ცნობილია.

"ორი პაციენტის წყარო გახლავთ ლენჯერი, ორი კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. ხუთი არის იმპორტირებული პაციენტების შემთხვევა, აქედან ერთი - სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ერთ შემთხვევაზე კი გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა წყაროს დადგენის მიზნით. გამოჯანმრთელებულებში კი დაგვემატა ხუთი პაციენტი.

სულ 267 დადასტურებული პაციენტიდან ხუთი კვლავ კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 24 პაციენტი მძიმე. დანარჩენები საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები