თერჯოლაში, ოჯახში სავარაუდო ძალადობას 11 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. პოლიციამ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ბავშვის მამა დააკავა. თვითმხილველებისა და ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, არასრულწლოვანზე მამა ხშირად ძალადობდა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო.
სუიციდის ჩადენამდე მოზარდმა დეიდასთან დარეკა და მამის მიერ განხორცილებული ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ უამბო, დეიდამ კი პოლიცია გამოიძახა, თუმცა ზარი სამართალდამცავებთან უკვე დაგვიანებული იყო.
დაღუპული მოზარდის დეიდა "კურიერთან" ყვება, რომ ბავშვი მამას ორი დღის განმავლობაში ჩაკეტილი ჰყავდა და გარეთ არ უშვებდა.
არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ სავარაუდო მოძალადე მამას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.