"რუსთავი2"-ის მეგა-შოუ "დიდი სცენის" მეორე სეზონი დასრულდა. მაყურებელმა გამარჯვებული გამოავლინა. ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა ლევან ყანდიაშვილმა მიიღო. მეორე ადგილი გიორგი ფუტკარაძემ დაიკავა, ხოლო მესამეზე - მემე ჟორდანია გავიდა.
გამარჯვებულს თბილისში ბინა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-მა გადასცა.